ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი არის სივრცე, რომელიც აერთიანებს მეწარმეობის, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ინჟინერიის თანამედროვე შესაძლებლობებს. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების რეალიზაციას, მეწარმეობის კულტურის განვითარებას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას და ახალგაზრდების ჩართვას სამეწარმეო და ინოვაციურ საქმიანობაში.
ცენტრი აერთიანებს FABLAB ილიაუნს (მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია), პრეაქსელერატორ Zoomout-სა და Startup Grind Iliauni-ს.