სასწავლო კურსის მიზნები და ამოცანები: კურსის მიზანია მოსწავლეებმა Python-ზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები. კურსის განმავლობაში მიიღებენ საბაზისო ცოდნას, რაც დაეხმარებათ პროგრამირების სფეროში განვითარებისთვის და მომავალში პითონის საფუძვლიანად შესწავლაში.
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები: წინაპირობა არ აქვს (კურსი განკუთვნილია დამწყებებისთვის)
სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი): სალექციო მეცადინეობა (თეორიული მასალის გაცნობა), პრაქტიკული მეცადინეობა
შენიშვნა: კურსისთვის საჭიროა გამართული ლეპტოპი ან კომპიუტერი Windows ან macOS ოპერაციული სისტემით, სადაც შესაძლებელი იქნება პროგრამა Visual Studio Code-ში მუშაობა.
ძირითადი თემები:
- მონაცემთა ტიპები, ცვლადები
- მათემატიკური ოპერატორები
- Boolean, ლოგიკური ოპერატორები
- If და Else ოპერატორი
- For loop-ი, Random() ბიბლიოთეკა
- While loop
- ფუნქციების შექმნა
- try() და except()
- მასივები
- სტრიქონების მანიპულაცია და ფუნქციები
- Pygame
პითონის საბაზისო კურსის განმავლობაში:
მოსწავლეები დაეუფლებიან იმ საბაზისო ტექნიკას, რომელიც აუცილებელია პროგრამირების ფუნდამენტური კონცეფციების გასაგებად. ისინი მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და იმუშავებენ სხვადასხვა სახის კოდზე, რათა გაიუმჯობესონ ლოგიკური აზროვნება და პროგრამირების უნარები. კურსის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ ალგორითმულ ამოცანებზე, შექმნიან პატარა პროგრამებს, მონაცემთა დამუშავების სკრიპტებს და მცირე თამაშებს Pygame-ის გამოყენებით. თითოეულ შეხვედრაზე მიღებული პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიგონ პროგრამირების ძირითადი პრინციპები და განივითარონ პრობლემის გადაჭრის უნარები, რაც მათ საკუთარი პროექტების შექმნაში დაეხმარება.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
- Python-ის ძირითადი ელემენტები და სტრუქტურები
- პროგრამირების ლოგიკა და ალგორითმული აზროვნება
- ფუნქციებისა და ციკლების გამოყენება
- მონაცემთა დამუშავება და სტრიქონების მანიპულაცია
- Pygame-ის გამოყენება გრაფიკული პროექტებისთვის