Zoomout — Ilia State University

ᲞᲠᲔᲐᲥᲡᲔᲚᲔᲠᲐᲢᲝᲠᲘ Zoomout

პრეაქსელერატორი Zoomout უზრუნველყოფს სტარტაპების განვითარებას და მათთვის აუცილებელი რესურსების მიწოდებას. პროგრამა ეხმარება ინოვატორებს თავიანთი იდეების დახვეწასა და მდგრადი ბიზნეს მოდელების შექმნაში.

„ზუმაუთი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პირველი ქართული პრეაქსელერატორია, რომლის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ქართულ სტარტაპებს, მოხვდნენ გლობალურ აქსელერატორებში.

ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

ტრენინგები და მასტერკლასები

შეხვედრები ადგილობრივ და გლობალურ მეწარმეებთან და მენტორებთან სტარტაპ-ინდუსტრიაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე.

სამუშაო სივრცე და ინფრასტრუქტურა

პროტოტიპების დასამზადებლად წვდომა თანამედროვე დანადგარებზე ილიაუნის ფაბლაბსა და გეიმლაბში.

იურიდიული მხარდაჭერა

კონტრაქტები, საავტორო უფლებები, ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება და იურიდიული მხარდაჭერა.

წვდომა გლობალურ აქსელერატორებზე

სტარტაპ-პრეზენტაციისა და პროტოტიპის მომზადება და მათი წარდგენა პარტნიორ გლობალურ აქსელერატორებთან.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲯᲐᲕᲨᲜᲝᲗ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ?

კონსულტაციისთვის აუცილებელია წინასწარი ჯავშანი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა, რაც უზრუნველყოფს მათთვის საჭირო კონსულტაციისა და კვალიფიციური დახმარების მიღებას. კონსულტაციის მიღება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ.

ილიაუნის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის

სარეგისტრაციო ფორმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.

ფორმა მალე დაემატება

გარე პირებისთვის

თუ არ ხართ ილიაუნის სტუდენტი ან თანამშრომელი, საჭირო სერვისის მისაღებად ჯერ წინასწარ უნდა გაიაროთ კონსულტაცია — ამისთვის ცალკე სარეგისტრაციო ფორმა გვაქვს.

ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲘ